გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის მთავრობა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციისთვის ემზადება. ამის შესახებ საქათველოს მესამე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში თავად წერს.
"ბოლო დღეებში ლუცენკოს ნებართვით დაიწყო საბუთების მომზადების პროცესი, რომელიც ჩემს დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას ისახავს მიზნად. უკრაინის გენერალური პროკურორი ოლიგარქების - პუტინის, ივანიშვილისა და პოროშენკოს დაკვეთას ასრულებს.
"ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის,”-წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მისი უკრაინაში ყოფნა ხელისუფლებისთვის არის კატასტროფა რადგან სიტუაცია უყირავდებათ და ასევე კატასტროფა იქნება მისი ექსტრადირებაც.
„უკრაინის ოლიგარქიული, კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ერთის მხრივ ჩემი აქ ყოფნა არის კატასტროფა იმიტომ, რომ სიტუაცია უყირავდებათ. მეორეს მხრივ ჩემი გაგდებაც არის კატასტროფა იმიტომ, რომ აუყირავდებათ ნამდვილად. ასე რომ ახლა არიან ისეთ სიტუაციაში, რომ რომელი თავის თავს თვითონ გაუჩალიჩებს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მე არ მაშინებს არც ერთი განვითარება სცენარის. მე ვარ იმ ბრძოლაში სადაც ხან ზოგს კლავენ, ზოგს აპროტესტებენ, ზოგს რას უშვებიან, ზოგს იჭერენ. მერე რა?! ბოლოს მაინც გავიმარჯვებ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინელ პოლიტიკოსებს, უმაღლესი რადას "პეტრო პოროშენკოს ფრაქციის" წევრი გრიგორი შვერიკი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ხდება არის ორ პოლიტიკოსს შორის დავა და თუ ქვეყნა მოახდენს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ეს უკრაინის იმიჯს დააზიანებს.
„ჩემი აზრით მოქალაქეობა ჩამოართვეს იმიტომ, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკას არ უკავშირდება. ეს უკავშირდება პირად ურთიერთობას ორ პოლიტიკოსს შორის. რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მის მიმართ, კანონდარღვევა არ არის, თუმცა თავიდანვე იყო რაღაც პრობლემა და ორივე მხარემ ეს იცოდა. ახლა კი ამ პრობლემის წარმოჩენა ხელისუფლებისთვის მომგებიანი გახდა. არ მიმაჩნია სწორი იყოს ექსტრადირება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის მაგრამ არ გამოვრიცხავ,“-განაცხადა უმაღლესი რადას "პეტრო პოროშენკოს ფრაქციის" წევრმა გრიგორი შვერიკიმ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას 7 ნოემბრამდე აძლევს ვადას იმისთვის, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ექსპრეზიდენტი აქციებს განაახლებს.