ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დღეს ოფიციალურად იხსნება. სარკინიგზო მაგისტრალის გახსნამდე თურქეთის პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა კი, თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში ილდირიმის წვლილზე ისაუბრა.