20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი საარჩევნო პროცესში ახლად გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ლელა ქიტესაშვილის თქმით, რამდენიმე უბანზე ხმები არასწორად არის დათვლილი და ბიულეტინების ჯამური რაოდენობა ამომრჩევლის რაოდენობასთან შეუსაბამოა.

„ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მოსული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა გახლავთ 227, მაშინ, როდესაც ლელა ქიტესაშვილის ხმები გახლავთ 128, მეჭიაურის ხმები 90 და ბათილი ბიულეტინები არის შვიდი. ჯამში გამოდის 227 ანუ ფინალში აკლდება 2 ბიულეტინი,“ - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ლელა ქიტესაშვილი აცხადებს, რომ ოლქში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„საოლქო კომისია ვალდებულია, დათვალოს და თუ მის ხელთ არ არსებობს ბერკეტი, რომ გამოავლინოს, დავუშვათ, ამ ხარვეზის ნამდვილობა, დაადასტუროს ან ერთი, ან მეორე, ამ შემთხვევაში, ვალდებულია, რომ ამ უბნებზე, ამ ოთხ უბანზე ჩაატაროს განმეორებითი არჩევნები,“ - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები