20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
თამაზ მეჭიაური მმართველი გუნდის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს

თიანეთში მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური მმართველი გუნდის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს და ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას პასუხობს. "ქართული ოცნების" მერობის კანდოდატის ლელა ქიტესაშვილის მტკიცებით, ოლქში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

თამაზ მეჭიაური ამტკიცებს, რომ საკრებულოს წევრებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

„თუ მაინცდამაინც მიაჩნიათ, რომ არ ასახავს სრულად და სწორად როგორც პარლამენტში წარმომადგენლობა, ასევე მერის და ასევე, საკრებულოს ლეგიტიმაცია ამომრჩეველთა ნებას, დათმოს საკრებულომ თავის უფლებამოსილება და მე კაცურ სიტყვას ვაძლევ, მეც დავთმობ ამ უფლებამოსილებას და ვთხოვ მერე „ქართულ ოცნებას“, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაური აღნიშნავს, რომ არჩევნების ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში ბრძოლა უთანასწორო იქნება, რადგან, მეჭიაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი ფინანსური რესურსი. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები