„ქართული პოლიცია არის დღეს მაქსიმალურად ორიენტირებული კანონის ფარგლებში ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმაზე,“ - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინცინდენტზე მიმდინარე გამოძიებას.
ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის მიერ მისი დაკავების მცდელობის დროს გარდაიცვალა.
„რაც შეეხება გამოძიებას, ამ მიმართულებითაც გაკეთდება ყველაფერი, რათა გამოძიება იყოს დეტალური და კონკრეტული შედეგის მომტანი,“ - განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი პასუხგაუცემელ კითხვებს არ დატოვებს.
„ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და მე მგონი, რომ უპასუხო თემა ჩვენ არ გვაქვს, მადლობა ღმერთს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შს მინისტრი ამას, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაართმევს თავს და გასცემს ყველა კითხვას პასუხს,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.