თელავში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.