20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი კოლეგებს ზეწოლას და შევიწროებაში ადანაშაულებს

იუსტიციის საბჭოს წევრებს ზეწოლას და შევიწროებაში ადანაშაულებს ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრი განმარტავს, კოლეგების მხრიდან უკვე ტენდენციის სახე მიიღო მისდამი არაეთიკურმა დამოკიდებულებამ. ჯანეზაშვილი საბჭოს წევრების მხრიდან ზეწოლას რიგ საკითხებზე მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებს.

„სასამართლოში განსხვავებული აზრი, დაფიქსირება ღია მოსაზრებები არ არის მიღებული. მე ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს პრობლემა დავინახე,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრის მოსაზრებას არ იზიარებენ საბჭოს სხვა წევრები. ისინი ამბობენ, რომ ის, რასაც ნაზი ჯანეზაშვილი კრიტიკული აზრის მიუღებლობას უწოდებს, არის დისკუსია, ჯანსაღი პროცესი იუსტიციის საბჭოში, რომელიც ეთიკის ნორმებს არასდროს სცილდება.  

თუმცა, მიუხედავად ამისა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ იუსტიციის საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში მიმდინარეობს, საუბარი ბოდიშის მოხდით დაიწყო.

"მინდა ქალბატონ ნაზის ზოგადად მოვუბოდიშო. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიციები მაგრამ მთავარია, რომ საბჭოს სხდომის სტანდარტი იყოს ძალიან მაღალ დონეზე და არ იყოს დამატებითი კითხვები საზოგადეობის მხრიდან,“ -განაცხადა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

დღის ამბები