20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
პრემიერი დღე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით იმყოფება.

ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერმინისტრი აბდულა არიპოვი.

საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე და პრემიერმინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

დღის ამბები