20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
კადრებში არ არის დაკავება და ცუდად გახდომა - ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ვიდეომასალა ნახეს

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურა დატოვეს. მათ გამომძიებლებმა საქმის მასალები გააცნეს. ოჯახის ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის თქმით, მათ პატრულის სამკერდე კამერების ვიდეოჩანაწერები ნახეს. მისივე განცხადებით, კადრებში არ ჩანს პავლიაშვილის დაკავებისა და ცუდად გახდომის მომენტები.

„პროკურატურამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, მოგვცა საშუალება, რომ საქმის მასალებს სრულად გავცნობოდით, მათ შორის რა მტკიცებულებებიც აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას მოპოვებული. გავეცანით ასევე ვიდეომასალას, რომელიც ამოღებულია როგორც პატრულის მიერ გადაღებული, ასევე ერთ-ერთი კამერა არსებობს ადგილზე, რომლის კადრებიც იქნა ამოღებული. კადრები იწყება, რომ ეს ადამიანი არის ძირს დამჯდარი და მის მიმართ ხდება წყლის დასხმა და ა.შ. იმ კადრებში ზოგი იძახის, რომ გონს მოვიდაო, გადაჰყავთ და ძირს აწვენენ,“- განაცხადა ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ.

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მათ პრეტენზია აქვთ, თუ რატომ არ არის გადაღებული პავლიაშვილის დაკავებისა და შეუძლოდ გახდომის კადრები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს პრეტენზია, როდესაც ხდებოდა დაკავება, დაკავების კადრი, რაც უნდა გადაეღოთ, მით უმეტეს ცუდად გახდომის, მაშინ რატომ არ მოხდა გადაღება,“- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები