20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე დეტექტიური ჟანრის სერიალის გადასაღებად ხაინდრავა ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღებს

ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დეტექტიური ჟანრის სერიალს რეჟისორი გიორგი ხაინდარავა გადაიღებს. გიორგი ხაინდრავა ამ ფილმის გადასაღებად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღებს.

12 ეპიზოდიან სერიალში მაუწყებელი "ლე ხაინდრაო პროდაქშენს" 484 000 ლარს 2017 და 2018 წლების საბიუჯეტო ასიგნებებიდან გადაუხდის. სოლიდური შეკვეთა ხაინდრავას კომპანიამ ტენდერის გზით მიიღო.

ტენდერში სულ 2 კომპანია ღებულობდა მონაწილეობას. შესარჩევმა კომისიამ კონკურენტის, "კავკასიის კინო სერვისის" შეთავაზება დაიწუნა და უპირატესობა "ლე-ხაინდრაოს" მიანიჭა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან  მსხილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტენდერიდან გამომდინარე ნეპოტიზმის ფაქტი აშკარაა. მან ასევე განმარტა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ ზუსტად ის თანხა შეთავაზა ტელევიზიას, რაც ტენდერით იყო დასახელებული.

„ამ ტენდერში ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას. ერთმა კომპანიამ რატომღაც ზუსტად ის თანხა შემოსთავაზა ტელევიზიას, რომელიც ტენდერში იყო დასახელებული... რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კონკურსია და კონკურენტები არიან ტენდერში, ვფიქრობ, რომ ის მეორე კომპანიამაც იმიტომ მიიღო მონაწილეობა,“ - აცხადებს ქეთევან  მსხილაძე.

"კავკასიის კინო სერვისის" წარმომადგენელმა კი მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, აღნიშნა, რომ ხაინდრავას კომპანია „ძალიან ძლიერი" იყო და „ჩესნი ბრძოლაში“ მოუგო.

დღის ამბები