20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიცია პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

დეპუტატების თქმით საქმეში არაერთი წინააღმდეგობრივი გარემოებაა, მათ შორის რაში დასჭირდა უწყებას ექსპერტიზის ჩატარებამდე გარდაცვალების ვერსიებზე აპელირება.

„საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც გარდაიცვალა პატრულთან შემხებლობის დროს. რა საკვირველია კითხვები ძალიან ბევრია,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი კი ამბობს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულმა ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა კიდევ უფრო მეტი ბურუსი მოჰფინა ამ საქმეს.

„ერთ დღეს ცხადდება საკმაოდ მკაფიოდ, რომ არის ჩანაწერები. შემდეგ არის განცხადება, რომ ეს ჩანაწერები არ არის, შემდეგ ცხადდება, რომ არის ნაწილობრივი ჩანაწერები გაცილებით უფრო მეტ კითხვას აჩენს და უფრო ბუნდოვანს ხდის ამ ვითარებას,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.  

საკონონმდებლო ორგანში ახსნა-განმარტებებისთვის მღებრიშვილის დაბარებას არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. როგორც გია ვოლსკი აცხადებს,  ჩანაწერი არსებობს, თუმცა არა მთლიანი პროცესის და გამოძიებაც სწორედ ამიტომ არსებობს რომ გამოიძიონ. მისივე თქმით "პოლიტიკური ცირკის შექმნის საშუალება რა უნდა მიეცეს არავის."

დღის ამბები