20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნა - მმართველ გუნდში ოპოზიციის მოთხოვნას ეხმიანებიან

მმართველ გუნდში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას ეხმიანებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიების მიზნით, პარლამენტში უნდა არსებობდეს საგამოძიებო მექანიზმი.

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების დროს გარდაცვალების ფაქტის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე დიდი ხანია მსჯელობა მიდის.

„ჩემი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად ამ თემაზე, მაგრამ ეს იმდენად მგრძნობიარე საკითხი არის, ბევრი გარემოების გამო, რომ ჯერჯერობით, საბოლოო ვარიანტზე, ვერ არიან მგონი, შეჯერებულები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ შემოსულა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს განსაზღვრავს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია გამოძიების შედეგად კითხვებს პასუხი გაეცეს.

მამუკა მდინარაძე ოპონენტებს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტით მანიპულირების გამო აკრიტიკებს. 

დღის ამბები