თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიას 13 ნოემბერს გადაეცემა. ამის შესახებ გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც დოკუმენტს შეისწავლის, რის შემდეგაც გეგმა განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება. არ არის გამორიცხული, მასში ცვლილებებიც შევიდეს, თუმცა პრინციპულ საკითხებზე თანხმობა მიღწეულია.
არქიტექტორები იმ ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც გეგმის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაში ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.