05 მაისი 2024,   20:12
ვრცლად
საარჩევნო სისტემაში პრობლემაა - მარგველაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს

„ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნებს.

პრეზიდენტის თქმით, არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა.

გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ ერთი პარტიის გამარჯვება საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც ევროპული დემოკრატიის მიზანი არ არის.

„შეიძლება, კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არ კარგი. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები