შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ. ცნობილია, რომ გიორგი მღებრიშვილი საკანონმდებლო ორგანოში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშით წარსდგება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ნოემბრის ბოლოს ელოდებიან, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, განმარტავს, შს მინისტრის პარლამენტში მისვლის თარიღთან დაკავშირებით, გიორგი მღებრიშვილთან ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჩვენ ვათანხმებთ დროს და თარიღს, მათ შორის საკითხთა წრეს, მინისტრის პარლამენტში და კონკრეტულად მოსვლის დღის წესრიგთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ველოდებით ანგარიშს მინისტრის მხრიდან და ამავე დროს იმ ახალ კონცეფციას, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა და იმ რეფორმებზე, რომლის ჩატარების თაობაზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები,“ - აცხადებს ეკა ბესელია.