20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"დამატებითი ახალი გადასახადი" - ექსპერტები პენსიის დაგროვების შესახებ ინიციატივას აფასებენ

მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის პირებს შესაძლოა, პენსიის დაგროვება მოუწიოთ, ექსპერტები გამოეხმაურნენ.

სპეციალისტების შეფასებით, ეს არ არის საპენსიო შენატანი და ეს არის დამატებითი გადასახადი, რომელსაც ხელისუფლება დამსაქმებელსა და დასაქმებულს უწესებს.

„ეს არის სახელფასო ფონდისთვის დამატებითი ხარჯი, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს სახელფასო ფონდის გაზრდა მოუწევს. იმ ბიზნესებს, რომელთაც ამის საშუალება არ ექნებათ, ადამიანების სამსახურიდან გაშვება მოუწევთ,“ - განაცხადა პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ.

ექსპერტების აზრით, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით აუცილებელია, პროცესი ნებაყოფლობითი იყოს და არა იძულებითი.

„ეს არის დამატებითი ახალი გადასახადი, განსაკუთრებით 2%, რომელიც დამსაქმებლებმა უნდა გადაიხადონ. ეს არის გადასახადი, რომლის შემოღება, ჩვენი კონსტიტუციით, აკრძალულია. ასეთი გადასახადის საშუალებით ჩვენ ვქმნით პირამიდას და პირამიდის ყველაზე უარეს ფორმას, რომელიც იქნება არა ნებაყოფლობითი პირამიდა, არამედ სავალდებულო უამრავი პრობლემითა და გაუმჭვირვალობით,“ - განაცხადა ექსპერტმა, გია ჯანდიერმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები