18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
მომდევნო წლიდან შესაძლოა, 40 წლამდე ასაკის პირებმა პენსიის დაგროვება დაიწყონ

მთავრობის ახალი ინიციატივა - მომდევნო წლიდან შესაძლოა, სავალდებულო გადასახადი დაწესდეს და 40 წლამდე ასაკის პირებმა პენსიის დაგროვება დაიწყონ. ამისათვის კი, ისინი ხელფასის 2 პროცენტს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავენ.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გადარიცხულ თანხას სახელმწიფო დამატებით 2%-ს დაამატებს. წლების განმავლობაში შეგროვებული თანხა კი, საპენსიო ასაკში გადანაწილდება. საპენსიო დანაზოგი სავალდებულო არ იქნება 40 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის.

„საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6 %-იანი შენატანის განხორციელებას, აქედან 2% შეტანილი იქნება დასაქმებულის მიერ, 2% დამსაქმებლის მიერ, ხოლო 2%-ს ასე ვთქვათ, სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურად, საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა, საპენსიო სქემაში მონაწილეს,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

 

დღის ამბები