20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ქართული მარშის აქციაზე 6 პირია დაკავებული - შსს

ქართული მარშის აქციაზე 6 ადამიანია დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულები ვაკის პირველ განყოფილებაში არიან ვადაყვანილები. 

ქართული მარშის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის წევრები გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებენ.

აქციის წევრები ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან არიან შეკრებილები და ფერად ასაფეთქებლებს აფეთქებენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. 

ქართული მარშის წევრები გურამ კაშიას მისამართით კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ და ითხოვენ, რომ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან გააძევონ.

 

დღის ამბები