საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაიხსნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი 2014 წლისთვის უნდა გახსნილიყო.
მიხეილ სააკაშვილი არჩევანის ეთერში საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკმაოდ ბევრი პროექტი არ განხორციელდა ან გვიან გაკეთდა.
„მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, თვითმფრინავს წაიყვანს იმიტომ, რომ ავტოპილოტზეა თვითმფრინავი. მაგრამ დგება პერიოდი, როდესაც უნდა დასვა და მაშინ სჭირდება ნამდვილი მფრინავი და ამ პერიოდში მგზავრები აუცილებლად მიიღებენ ზომებს, მაიმუნს ჩამოაშორებენ მართვის სადავეებს და დასვამენ ისევ ნამდვილ მფრინავებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი მთავრობა მის მიერ დაგეგმილ პროექტებს ახორციელებს და აღნიშნავს, რომ მოუწევთ შემოვლითი გზის გაკეთება, ლაზიკას პროექტის განხორციელებაც.