ბექა ხახუბიას საქმეში პოლიციელების ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე, გორის გვირაბთან მომხდარი ინცინდენტის შემდეგ პატრულ-ინსპექტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზანშეწონილობაზე გადაცემა არჩევანში საუბრობს.
ბექა ხახუბია გორის გვირაბთან სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ ტრაილერ შეეჯახა და გარდაიცვალა.
„პატრულ-ინსპექტორები, ვის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ, ავტომატურად წარმოადგენენ ბრძანების შემსრულებელ პირებს და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება არის აბსოლუტურად გამორიცხული, ჩვენი საკანონმდებლო კანონიდან გამომდინარე,“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.
ცინცაძე აღნიშნავს, რომ მათ ბრძანება ათმეთაურისგან მიიღეს.
ადვოკატი განმარტავს, რომ დევნაში რამდენიმე ეკიპაჟი მონაწილეობდა. ნოდარ ცინცაძე აღნიშნავს, რომ ეკიპაჟმა რამდენჯერმე სცადა ხახუბიას შეჩერება, თუმცა, მან გვერდი აუარა. მისი თქმით, ეს ფაქტები სამხრე კამერებშია ასახული.
„პირდაპირ არ აჩერებს ხახუბია, არ ემორჩილება ფეხით მდგომ პატრულებს, მიდის პირდაპირ ამ ადამიანებზე. ამის არა მარტო ჩანაწერია, არამედ პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებიც,“ - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფებს უბრძანეს, რომ შეეჩერებინათ გვირაბთან. მან აღნიშნა, რომ დაუმორჩილებლობის გამო, პატრულის თანამშრომლებმა იეჭვეს, რომ ან მანქანა იყო გატაცებული ან შესაძლოა, ხახუბია გაეტაცებინათ.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციას არ ჰქონდა ის აღჭურვილობა, რომელიც სხვაგვარად გაჩერებას უზრუნველყოფდა.