ქობულეთში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდეს კავშირი. მას სასამართლომ დღეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მას ოფიციალურად ბრალი წაყენებულ აქვს იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა -შენახავის მუხლით თუმცა მისი დაკავების პირველივე წუთებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ის შესაძლოა ყოფილიყო კავშირში იმ დანაშაულებრივ ჯგუფის წევრებთან, რომელთა ლიკვიდაციაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა.
დადასტურებულად არის ცნობილი ის, რომ დაკავებული ქალბატონის პირადი ჩხრეკისას ნაპოვნი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და ასევე აღმოჩენილია სამალავი, სადაც ის ინახავდა ხელყუმბარებს.
თავად სასამართლო სხდომაზე პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა და მან მიანიშნა სწორედ ამ ქალბატონის შესაძლო კავშირზე ტერორიზმთან.