26 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს. ამ პოსტზე რომან ქავთარაძე ვიცეპოლკოვნიკმა, ზაალ ზაალიშვილმა შეცვალა. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონია სერჟანტთა მომზადების ძირითადი და შუალედური კურსების კურსდამთავრებულებისთვის სიგელების გადაცემით დასრულდა.

„შევიმუშავეთ სერჟანტთა პროფესიული სამხედრო განათლების ახალი კონცეფცია, რომელიც საფუძველს გვაძლევს, გადავიდეთ მომზადების მესამე საფეხურზე, კერძოდ, ბატალიონის, ბრიგადის და ბრიგადის შტაბის სერჟანტების მომზადებას დავიწყებთ და ამით პრაქტიკულად, ყველა საფეხურისთვის კარიერის განვითარების გზაზე ადეკვატური საგანმანათლებო კრიტერიუმები იქნება განსაზღვრული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

დღის ამბები