18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ნუ მომკლავ"! - 51 საჯარო სკოლასთან დღეს მდუმარე აქცია გაიმართება

"ნუ მომკლავ"! - ამ მოწოდებით 51 საჯარო სკოლასთან დღეს მდუმარე აქცია გაიმართება. შეკრების ორგანიზატორები ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მეგობრები არიან. ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით, აქცია გაიმართება დღეს ქობულეთშიც.

სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, შეკრება თბილისში გუშინაც გაიმართა. საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამინებმა, მოკლული სკოლის მოსწავლეების მეგობრებმა და მასწავლებლებმა სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სკოლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრების ერთ-ერთი მიზანი ხელისუფლებისთვის საზოგადების მაღალი ინტერესის ჩვენება და დროული გამოძიების მოთხოვნა იყო. 

დღის ამბები