22 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
გლდანის ციხესთან ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პატიმართა ოჯახების წევრები გლდანის ციხესთან ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.

მათი თქმით, ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს 3 ათასამდე ადამიანი იხდის. უფრო მასშტაბური აქციის გამართვას აქტივისტები 10 დეკემბერს გეგმავენ.

„ხმაური გამარჯვებისთვის!“ ამ მოწოდებით ღონისძიების ორგანიზატორები, მხარდამჭერებთან ერთად ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. ისინი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და მოუწოდებენ პარლამენტს, დაჩქარებულ ვადებში დაამტკიცოს ნარკოპოლიტიკის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტი.

დღის ამბები