რუსეთის პროკურატურამ შაქრო კალაშოვის საქმეზე "როსნეფტის" მთავარი იურისტი დააკავა, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე საგამოძიებო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ალექსეი კრამარენკოს ქრთამის სანაცვლოდ საგამოძიებო კომიტეტის შენობაში კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრის ორგანიზებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაქრო კალაშოვი იზოლატორში მის მეგობარს - ანდრეი კოჩუიკოვს, მეტსალელად "იტალიელს" შეახვედრა. "იტალიელის" და კალაშოვის გარემოცვის ათამდე წევრი მოსკოვის რესტორანში - მფლობელისთვის ფულის გამოძალვის გამო მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს.
საქმის მასალების თანახმად, კალაშოვმა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებს მილიონი დოლარი გადაუხადა, რომ კოჩუიკოვის გვარი საქმიდან ამოეღოთ და იზოლატორიდან გაეთავისუფლებინათ. ამ ბრალდებით პროკურატურამ სამი მაღალჩინოსანი გასულ წელსვე დააკავა. უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი კი, საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით ფიგურირებდა.
რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. კრამარენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.