18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
ყაჩაღობა სოფელ ჩუმლაყში - ოჯახის უფროსს თავში კონდახი ჩაარტყეს და სცემეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილები დააყაჩაღეს. სამი შეიარაღებული თავდამსხმელი ოჯახში ღამით შევიდა და მათგან ფულსა და ოქროს ითხოვდა.

ნაცემია ოჯახის უფროსი, გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში კონდახი ჩაარტყეს. სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დროისათვის არავინაა.

დღის ამბები