ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაზე ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეები მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენელს, ბექა წიქარიშვილს დაუპირისპირდნენ.
„სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ“,- მიმართეს ბექა წიქარიშვილს, რაზეც „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ პირადი შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.
საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას და განხილვების შეჩერებას მოითხოვს. მათი თქმით, კანონპროექტით ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მოხმარება გაიზრდება.