18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
საპატრიარქო პოზიციას არ თმობს და ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს - მეცნიერთა აკადემიაში შეხვედრა მიმდინარეობს

საპატრიარქო პოზიციას არ თმობს და ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას და განხილვების შეჩერებას მოითხოვს. სასულიერო პირების თქმით, კანონპროექტით ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მოხმარება გაიზრდება.

საპატრიარქოს წარმომადგენლები მეცნიერებათა აკადემიაში მივიდნენ. შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და პოლიტიკოსებიც ესწრებიან. 

„ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ნარკორეალიზატორის სასჯელი შემსუბუქდეს. ეკლესია ცდილობს, რომ ახალგაზრდების დახმარება მოხდეს და არა წახალისება. ეს კანონპრექტი წაახალისებს და არის საშიშროება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ამ რისკების პრევენციისთვის მზად არ არიან,“ - განაცხადა კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ.

ექსპერტ-ნარკოლოგის, გელა ლეჟავას აზრითაც, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები