26 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
ფოტოები ბინიდან, სადაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს

"კურიერმა" მოიპოვა ფოტოები, რომელიც იმ ბინაშია გადაღებული, სადაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს. დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოში იმყოფება. 

ამ წუთებში გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დიღმის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირმა კორპუსი მარცხენა მხრიდან დატოვა და დიღმის ტყისკენ წავიდა. 

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები