23 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული - თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი გამოიყენეს

დოდო გუგეშაშვილის და მის შვილს თავდამსხმელმა ჭრილობები  ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს.

თავად გუგეშაშვილს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული. ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი შვილი კი მრავლობითი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.33 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს მისსავე სახლში დაესხნენ. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები