22 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
აფგან მუხთარლის ადვოკატი პროკურატურას ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს

აფგან მუხთარლის ადვოკატი მთავარ პროკურატურას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს.

უფლებადამცველმა განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს შეიტანა.

გარდა ამისა ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ  აუცილებელია საქმის მასალებს გადაცემა „პოსტსკრიპტუმისთვის“ მუხთარლის მიერ მიცემული ინტერვიუ დაერთოს.

„კიდევ ერთხელ ეს კომენტარი ადასტურებს იმას, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. კიდევ ერთხელ სხვა მასალებთან ერთად ადასტურებს იმას, რომ უნდა სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს გამოძიება, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 154-ე მუხლით, მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ P.S.-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლი მისი გატაცების სქემაზე საუბრობს და სავარაუდო დამკვეთ პირებს ასახელებს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მისი საქართველოდან გატაცების საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები