26 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
უკონკურენტო პირობები ფარცხალაძის კომპანიისთვის და მისი კავშირი ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებასთან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, თბილისის მერია ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიას უკონკურენტო პირობებს უქმნიდა. შედეგად კი ოთარ ფარცხალაძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მიწა არსებულ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ, თითქმის, ნახევარ ფასად გადაეცა.

სკანდალური საქმის მთავარ მონაწილეს დღეს მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებია თუმცა, ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ 2017 წლის 13 მაისს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ ფარცხალაძე მას სწორედ აუდიტის კვლევის გამო დაუპირისპირდა.

ლაშა თორდია ამბობს, რომ აუქციონი 2016 წელს მერიამ საგანგებოდ ფარცხალაძის კომპანიისთვის ჩაატარა და ამით ქვეყნის ბიუჯეტმა მილიონობით ლარი იზარალა.

მესამე სექტორში კი აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღეს მხოლოდ ის განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის ცალკეულ ეპიზოდებზე ინფორმაცია არ აქვს. 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ თბილისის მერი კახი კალაძე ბერა ივანიშვილის ახლო მეგობრის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ მოითხოვს.

აუდიტის ანგარიშში აუქციონის უკონკურენტოდ ჩატარების კიდევ 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები