26 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე და რუსეთთან ურთიერთობა - პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. კანონმდებლებს ქვეყნის პირველ დიპლომატთან კითხვები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით აქვთ.

ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, კრიმინალებთან ურთიერთობაში ხელისუფლების რბილ პოზიციას უკავშირებს.

„ეს პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში გაიფურჩქნა კრიმინალმა და კრიმინალურმა სამყარომ. რა თქმა უნდა ძალიან მწვავე შეკითხვებს დავუსვამთ საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვკარგავთ დღეს იმ მონაპოვარსაც კი რაც გვაქვს ევროპასთან მიღწეული,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ვიცე-პრემიერთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება იქნება.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ევროპის ქვეყნებმა აამოქმედონ შეჩერების მექანიზმი. ასევე მოგვეცემა საშუალება, რომ მას დავუსვათ შეკითხვები თუნდაც იმასთან დაკავშირებითაც რეალურად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მისი უწყება და საქართველოს ხელისუფლება იმ კუთხით, რომელიც უკავშირდება ჩვენს ოკუპაციას,“-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში.

მიხეილ ჯანელიძეს სამი საპარლამენტო კომიტეტის - საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მივა.  

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი განცხადება ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის მინისტრმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. კორდინირებული მიდგომა არის ამის მიმართ, რა თქმა უნდა დაისმება ეს კითხვა. ასევე საუბარი გვექნება რამდენიმე თვის წინ სამინისტროში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შესახებ,“-განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ქაცარავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები