26 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი - ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი იქნება მთავარი თემა ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული.

რამდნიმე დღის წინ, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითა და ზეწოლის შედეგად, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაზე თანხობას განაცხადებს.

ოთხმხრივი შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი საკითხი, უკანონო პატიმრობაში მყოფი 2 ქართველის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება იქნება.

დღის ამბები