გორის რაიონის სოფელ კარალეთში გვიან ღამით ქურდობა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიის მეპატრონემ მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო. მისი თქმით წაღებულია სიგარეტის მთელი მარაგი და თანხა - 1000 ლარი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.