კავაი ლენარდი დათანხმდა „სან ანტონიო სპურსთან“ ახალ ხუთწლიან ხელშეკრულებას.
„ესოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში კალათბურთელი ხელფასის სახით 90 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.
ლენარდის გარდა, ტეხასური გუნდი მინიმუმ ერთი სეზონით თავისი დიდი სამეულის შენარჩუნებასაც გეგმავს. ტიმ დანკანს, ტონი პარკერს და მანუ ჯინობილის ახალ ხელშეკრულებებს შესთავაზებენ.