„იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეა პირლო გუნდს ტოვებს და ამერიკული კლუბ „ნიუ იორკში“ გადადის.
შეერთებულ შტატებში მისი თანაგუნდელები ფრენკ ლამპარდი და დავიდ ვილია იქნებიან.
პირლომ „იუვენტუსში“ 4 სეზონი გაატარა და ამდენჯერვე მოიგო სერია ა.
„ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ თამაში, მაგრამ რეალური შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მომეცა. გუნდი მოტივირებულია და მიხარია, რომ მეც მისი ნაწილი ვიქნები. იმედია ტიტულებს ნიუ იორკშიც მოვიგებ“, - განაცხადა პირლომ