შეერთებული შტატების ნაკრებმა კანადაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
63–ე წუთზე ევროპელებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ქონდათ, მაგრამ სელია შაშიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის ზუსტად შესრულება ვერ შეძლო. 6 წუთში პენალტი უკვე გერმანიის ნაკრების კარში დაინიშნა. კარლი ლოიდმა ამერიკელები დააწინაურა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯი თერთმეტმეტრიანის დანიშვნის დროს შეცდა, რადგან თამაშის წესების დარღვევა საჯარიმო მოედნის გარეთ მოხდა. მატჩის მიწურულს კელი ო’ჰარამ მეორე გოლი გაუტანა გერმანიის ნაკრებს.
ფინალში შეერთებული შტატების ნაკრების მეტოქე იაპონიის და ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა.