ბრიტანეთის გრანპრი უკვე მესამედ მოიგო ლიუის ჰემილტონმა.მეორე ადგილზე „მერსედესის“ კიდევ ერთი პილოტი ნიკო როზბერგი გავიდა.
პოდიუმზე მოხვედრა შეძლო „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმაც.
საერთო ჩათვლას 194 ქულით ჰემილტონი ლიდერობს. მას 17 ქულით ჩამორჩება ნიკო როზბერგი.
შემდეგი რბოლა ბუდაპეშტში 26 ივლისს გაიმართება.