ლორან ბლანს თავის გუნდში ანხელ დი მარიას ხილვა სურს. ინფორმაციას ბრიტანული გაზითი „გარდიანი“ ავრცელებს.
პარიზელებმა „მანჩესტერს“ უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით და არგენტინელის სანაცვლოდ 66 მილიონი ევრო შესთავაზეს.
„გარდიანისვე“ ცნობით, დი მარია შესაძლოა დათანხმდეს ტრანსფერს, რადგან ფრანგული კლუბი მას ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 260 ათას ევროს სთავაზობს.