არგენტინაში დაბრუნებული კარლოს ტევესის სანახავად „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე 50 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა.
31 წლის თავდასხმელი სამშობლოში „იუვენტუსიდან“ დაბრუნდა. ტევესმა „ბოკაში“ ჩასარიცხად, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინადადებაზეც თქვა უარი.
„როდესაც აქედან წავედი 20 წლის ვიყავი. ახლა მეტი გამოცდილება მაქვს და კარგ ფორმაშიც ვიმყოფები. ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ვიყო. მადლობა მინდა გადავუხადო „ატლეტიკოს“ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ინტერესისთვის. მაგრამ მე „ბოკა“ მირჩევნია. ეს ჩემი სახლია“, - განაცხადა ტევესმა.
არგენტინელი ფორვარდი პირველ მატჩს შაბათს ჩაატარებს, როდესაც „ბოკა ხუნიორსი“ „კილმესს“ შეხვდება.