ბრიტანული პრესის ინფორმაციით, რაჰიმ სტერლინგის გაყიდვის შემდეგ, „ლივერპულისთვის“ პრეორიტეტული ამოცანა მარკო როისის შეძენა გახდა.
ინგლისური კლუბი გერმანელ ფეხბურთელში სოლიდური თანხის გადახდას აპირებს და ამის რესურსიც გააჩნია. სტერლინგის გაყიდვიდან „ლივერპულმა“ 49 მილიონი ფუნტი მიიღო.
მართალია, როისმა ცოტა ხნის წინ „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ინგლისური გაზეთის „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, დორტმუნდელები სარფიანი წინადადების შემთხვევაში როისის გაყიდვას დათანხმდებიან.