17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
20-წლამდე კალათბურთელების პირველი მოგება ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დავით უსტიაშვილის გუნდი 9-18 ადგილისთვის შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 91-67 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ლევან მასხულია დაასახელეს, რომლის ანგარიშზეც  21 ქულა, 7 მოხსნა,  3 პასი და 2 ჩაჭრაა.

ჯგუფურ ეტაპზე 20-წლამდე კალათბურთელებმა ბოლო ადგილი დაიკავეს. ქართველები ლუქსემბურგთან, პორტუგალიასთან, მონტენეგროსა და კოსოვოსთან დამარცხდნენ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.

დღის ამბები