მანუ ჯინობილიმ სან-ანტონიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას საკალათბურთო გუნდის ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს.
37 წლის კალათბურთელთან ერთად „სპურები“ ოთხჯერ გახდნენ „ნბა“-ის ჩემპიონი.
არგენტინელს „სან-ანტონიოს“ შემადგენლობაში 865 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებელი ერთ შეხვედრაში 14.3 ქულა, 4 გადაცემა და 3.8 მოხსნაა.