პაბლო პრიჯიონიმ „კლიპერსთან“ ხელშეკრულების პირობები შეათანხმა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის ვეტარინი კალათბურთელისთვის განკუთვნილ მინიმუმს ითვალისწინებს.
პრიჯიონი თავისუფალი აგენტი გახდა მას შემდეგ, რაც მასთან კონტრაქტი გახანგრძლივებაზე უარი თქვა „დენვერ ნაგეთსმა“.
გასულ სეზონში არგენტინელი კალათბურთელი „ჰიუსტონში“ თამაშობდა. 38 წლის კალათბურთელმა „როკეთსის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა.