„ბაიერნის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კლუბი ბოლო პერიოდში არასწორი მიმართულებით ვითარდება. ოტმარ ჰიტცფელდის აღშფოთება გუნდში არაგერმანულენოვანი ბევრი ფეხბურთელის ყოფნამ გამოიწვია.
„არ ღირს ბევრი უცხოელი ფეხბურთელის შეძენა. ეს არის მიუნჰენის „ბაიერნი“ და მის შემადგენლობაში წამყვან როლს გერმანელები უნდა ასრულებდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა“, - აცხადებს ოტმარ ჰიტცფელდი.
შვეიცარიელის თქმით, გუნდში წამყავნი უნდა იყოს არა ესპანური, არაამედ გერმანული ენა. ჰიტცფელდს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში „ბაიერნმა“ არამარტო თავისი იდენტობა, არამედ ბრძოლისუნარიანობაც დაკარგა.