17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
„მანჩესტერი“ პედროს შეძენის იმედს არ კარგავს

„მარკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩსტერსა“ და „ბარსელონას“ შორის პედრო როდრიგესის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ესპანური გაზეთის მტკიცებით, ინგლისური კლუბი მზადაა კატალონიელებს 32 მილიონი ევრო გადაუხადოს.

პედროს გუნდიდან გაშვება არ სურს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს. ამას ისიც განაპირობებს, რომ კატალონიელთა ახალი ფეხბურთელები ფიფა-ს სანქციების გამო 2016 წლის 1 იანვრამდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ.

თავად ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო სურს, რომელსაც ენრიკე ვერ პირდება სუარესი-მესი-ნეიმარის ტრიოს გამო.

 

დღის ამბები