ტურინის „იუვენტუსმა“ ლეონარდო ბონუჩის ახალი ხელშეკრულება 2020 წლამდე გაუფორმა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნა.
ბონუჩის ძველ კონტრაქტის ვადა 2017 წლის ზაფხულში იწურებოდა. მის მიხედვით ის წელიწადში ხელფასის სახით 2 მილიონ ევრო იღებდა. ახალი ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.
ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან იტალიის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.