17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
რონალდო ზლატანის საშინელი სიზმარია

„იუვენტუსის“ ყოფილმა თავდასხმალმა ანდრიან მუტუმ ჟურნალისტებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თავისი მეგობრობის შესახებ მოუყვა.

„რთულია დაასახელო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი რომელთან ერთადაც მითამაშია. თუმცა, თუ ვინმე ერთი უნდა ავირჩიო, ეს ზლატნია“, - ამბობს მუტუ.

ორი ფორვარდის მეგობრობა სწორედ „იუვენტუსში“ დაიწყო. მუტუ და ზლატანი ხშირად ცხოვრობდნენ ერთ ნომერში.

„ერთხელ ღამით იბრამ გამაღვიძა და მითხრა: საშინელება ვნახე, მესიზმრა, რომ რონალდო ჩემზე უკეთესია“, - გაიხსენა იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული ერთ-ერთი ამბავი რუმინელმა თავდასხმელმა.

მუტუ ამბობს, რომ მოგვიანებით ზლატანი დაამშვიდა და უთხრა, რომ მასზე უკეთესი არავინაა.

მუტუს არ ახსოვს რომელ რონალდოს გულისხმობდა იბრაჰიმოვიჩი. მაშინ ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, კრისტიანო რონალდო კი „მანჩესტერში“. 

დღის ამბები