„შპორტბილდის“ ინფრომაციით, „ვერდერი“ დიმიტარ ბერბატოვის კანდიდატურას „შალკეში“ გადასული ფრანკო დი სანტოს შემცვლელად განიხილავს.
თუმცა, გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ბრემენული კლუბი აკვირდება სხვა თავდასხმელებსაც. მათ შორის ამჟამად უგუნდოდ მყოფ ნელსონ ვალდესს, „რაპიდის“ ფეხბურთელ რობერტ ბერიჩს და ვედად იბიშევიჩს.
„ვერდერის“ ფანებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ ბრემენელ გულშემატკივრებს კლაუდიო პიზაროს დაბრუნება სურთ. 36-წლის პერუელი ფორვარდი ამჟამად უგუნდოდაა.